***

მე ვარ ბრძოლის ველი,

ნაღმებით ვიპყრობ ყურადღებას,

მუხლმოდრეკილი, პირით მზისკენ

გზად, ვინც ძმას თესლი არ აღუდგინა,

შენდობას ითხოვს,

შენ გელოდება

პატარა გოგოც, გზის გარეშე,

გულდაწყვეტილი და მტირალი,

მას დაუკარგავს სათამაშო ირემი

გუშინ, სახელად  – „ელი“,

ან ავტობუსში, ან „ვენდისში“,  ან სადმე, სხვაგან,

რბილი რქებით და რბილი ბეწვით,

იგი ყოფილა თბილზე თბილი, მოსიყვარულე,

სურათიც მოწმობს, გუშინწინდელი.

– არ შეიძლება, პოლიცია რომ შევაწუხოთ?

იქნებ იპოვოს პოლიციამ?

ან გამოვაკრათ მთელ ქალაქში განცხადებები.

არაო – დედამ. ხომ იციან

დედებმა ასე გაჯიუტება,

ჯავრის ამოყრა.

მათ რომ შვილები დაჰკარგოდათ? –

არ შეიძლება შენი დარდი თავს მოახვიო

სხვას და ხალხში გაიტანოო…

ასე იტყოდნენ?

გთხოვ, გაიღვიძე, პატარა გოგოსთვის,

არა მგონია, ეს ძნელი იყოს.

 

 

 

 

1 2 3 4