რას ვერ იტანს ჩარლიმონრო

 

ვერ ვიტან,

დივანზე რომ გადაცურდება,

გადმოშლის იდეალურ სხეულს –

თითქოს აქ არაფერია;

ვერ ვიტან, დალაგებულად,

თანმიმდევრულად რომ საუბრობს

და ყოველ ჯერზე საკუთარ თავთან მაბრუნებს;

ვერ ვიტან, როგორი მოთმინებით შეუძლია

ისმინოს ჩემი ნიჰილისტური ნარატივი

დამეთანხმოს და დამანახოს:

ზუსტად ასევე ფიქრობს;

ვერ ვიტან,

როცა ვერ ბრაზდება,

ბრაზდება და არ იმჩნევს

ან მოიხედავს, განრისხების ჟამს

და ჩუმადაა ვერ ვიტან,

ყველაფერი რომ ავიწყდება

რასაც ვუყვები თუმცა მაინც ახსოვს

ყველაფერზე მნიშვნელოვანი ვერ ვიტან,

შეუძლია არც კი მკითხოს,

არ მიმანიშნოს,

მაგრამ იგრძნოს

როდის რას დავცინი

რატომ დავცინი

დავცინი თუ არა საერთოდ –

განსაკუთრებით ამას ვერ ვიტან

ზედმიწევნით კარგად რომ უწყის

როგორი სასაცილო ვარ,

როგორი ჩარლიმონრო

და როგორ არტისტულად შემიძლია

მოვაჩვენო რომ სულ ერთია,

თითქოს,

ცხოვრება.

 

 

 

1 2 3 4 5