***

 

თეთრი მკვეთრი ნათება

მშვიდი ოთახი

დედა ტელევიზორთან:

ფილმი სიყვარულზეა,

ეს ლექსი – მარტოობაზე.

 

 

ფიქრები დღის ბოლოს

 

იქნებ დღე მხოლოდ იგულისხმება

და ეს ამინდიც,

როგორც სტრიქონებს შორის რაღაც,

რაღაც მთავარი.

 

 

არსად

 

ხეების რიგი.

მწვანე სიჩუმე.

არსად ვარ,

მორჩა.

 

 

***

რამეს დავწერ მეთქი

და ძილის წინ

სარკეში ჩავიხედე.

 

 

1 2 3 4 5