ნიგოზი და ისპანახი

 

ამ პაშტეტს,

ასე იოლად რომ იყოფა დანით და ჩანგლით,

მწვანე აქვს გული.

 

აივნებიდან გადმოხრილი

ვაზის რტოები

ჩრდილში ახვევს ქალაქის ქუჩებს.

 

ვარდის სურნელი ტრიალებს ირგვლივ,

საქმიანად მიმორბიან ქუჩის ძაღლები,

ამღვრეული მდინარე მიდის მდორედ და ზლაზვნით.

 

ცომის ხვეულას

გადახსნი და

ნიგვზის გულს გიჩენს.

 

 

 

 

თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

 

 

1 2 3 4