ზაბინე შიფნერი
ზაბინე შიფნერი
ზაბინე შიფნერი – თანამედროვე გერმანელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი და თეატრალური მოღვაწეა. მან თავისი პირველი პოეტური კრებული  1997 წელს გამოსცა. ხოლო სადებიუტო რომანი „მელოგინეთა ცხელება“  2005 წელს იურგენ პონტოს პრემიით დაჯილდოვდა. ზაბინე შიფნერის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეატრს. 90-იან წლებში ის კელნის შაუშპილჰაუსის თეატრის რეჟისორის ასისტენტი იყო და საკუთარ პიესებსაც ამ თეატრში დგამდა.მიღებული აქვს არაერთი პრემია და საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის მარტა ზაალფელდის პრემია (2004 წ.), „ვილა ავრორას სტიპენდია“ ლოს ანჟელესში, ლიონ ფოიხთვანგერის ლიტერატრულ სახლ...

ზაბინე შიფნერი – თანამედროვე გერმანელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი და თეატრალური მოღვაწეა. მან თავისი პირველი პოეტური კრებული  1997 წელს გამოსცა. ხოლო სადებიუტო რომანი „მელოგინეთა ცხელება“  2005 წელს იურგენ პონტოს პრემიით დაჯილდოვდა. ზაბინე შიფნერის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეატრს. 90-იან წლებში ის კელნის შაუშპილჰაუსის თეატრის რეჟისორის ასისტენტი იყო და საკუთარ პიესებსაც ამ თეატრში დგამდა.მიღებული აქვს არაერთი პრემია და საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის მარტა ზაალფელდის პრემია (2004 წ.), „ვილა ავრორას სტიპენდია“ ლოს ანჟელესში, ლიონ ფოიხთვანგერის ლიტერატრულ სახლში (2006 წ.) 2021 წელს იგი სტამბოლის გალათას ატელიეს შემოქმედებითი სტიპენდიის მფლობელი გახდა.

ზაბინე შიფნერის ლექსები ინგლისურ, იტალიურ, კატალანურ, თურქულ ენებზეა თარგმნილი. ბოლო წლებში კი იგი ქართველი მკითხველისთვისაც გახდა ცნობილი.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები