მთვარე მტკვრის თავზე

 

მზე, კავკასიონის დიდი ქედის თავს წამომდგარი,

დედაჩემია. მთვარე, მთაწმინდას რომ დაჰყურებს,

ჩემი მამაა და მდინარეს, ქალაქში რომ მიედინება,

ჩვენ მტკვარს ვეძახით. რუსებმა მას კურა დაარქვეს

და არ იციან, ეგეც რომ ჩემი მამაა და როცა მის თავზე

მოციმციმე ვარსვლავები ჩნდებიან, მაშინ

მე ჩაბნელებულ ქუჩაში ვდგები და

შევყურებ ზეცაში ჩემი და-ძმების ციალს,

და ამ დროს მთვარე, რახანია, აღარ არის მხოლოდ ნაკადი,

ის მოღრიალე შავი ლომია

და ვარსკვლავები მხვევენ მკლავებს,

სანაპიროსკენ მიმაცილებენ და მე ვუმზერ

მტკვრის ტალღებში არეკლილ კლდეებს და

არემარეს, მთვარის წკრიალა,

ვერცხლისფერი ნათლით შემოსილს.

 

 

 

როცა ღვთისმშობლის ტაძარი იწვოდა

 

საუზმის ოთახში ვისხედით, სასტუმროში,

თბილისის აეროპორტთან ახლოს

და თეთრ, ფუმფულა პურზე ვუსვამდით ნაღდ ქართულ კარაქს,

აქაური, ტანმორჩილი ძროხების რძისგან რომ ამზადებენ.

უზარმაზარი ერბოკვერცხი გვედო წინ და ის

ფუსფუსა დედილოები, ვინც კვერცხი რკინის ტაფაზე შეწვეს,

გარშემო გვესხდნენ, გვიღიმოდნენ თავის კანტურით,

ხედავდნენ, რომ მართლა მოგვწონდა.

ღვინის მარანში ჩაგვიძღვნენ მერე, ახალდამდგარი

ქართული ღვინო რომ გაგვესინჯა, მძიმე, მზისფერი,

მაშინვე ყველა ხასიათზე რომ მოგვიყვანა.

სამზარეულოში

ტელევიზორი დაგვხვდა ჩართული.

დედილოები იცინოდნენ, ჭიან კბილებს აჩენდნენ,

როცა

ჩვენ ცრემლები ღვარად გვდიოდა.

 

 

 

1 2 3 4