მეოთხე სართული, განთიადი, წერილების წერაში დამათენდა

 

ეკლესიის სპილენძის სახურავზე მტრედები შეფრთხიალდნენ.

ფანჯრიდან ვხედავ, გზის გადაღმა, ჯვარზე დამჯდარი ერთი ჩიტი

ქალაქის რუხ – ცისფერ ღრუბლებს იკვლევს. ლარი რივერსი

10 საათზე შემომივლის და  ფოტოსურათებს გადამიღებს. მე კი

თქვენ გიღებთ სურათს, მტრედებო. მე თქვენზე ვწერ, გამთენიისას.

მე უკვდავყოფ თქვენს დაქანცვას, გამზირს, ავტობუსს.

ო, ფიქრებო, თქვენც იგივე უნდა იფიქროთ ამიერიდან.

 

კოსმოპოლიტური მისალმებები

 

აღსდექ ხელისუფლებების წინააღმდეგ, ღმერთის წინააღმდეგ.

იგრძენი უპასუხისმგებლობა.

მხოლოდ ის თქვი, რაც ვიცით & წარმოგვიდგენია.

აბსოლუტი არის იძულება.

ცვლილება არის აბსოლუტი.

საშუალო გონება მოიცავს სამუდამო აღქმას.

დაინახე, რა არის ნათელი.

დააკვირდი, რას აკვირდები.

გამოიჭირე საკუთარი თავი ფიქრში.

ნათელი თავისთავად შესამჩნევია.

თუ არავის წავაკითხებთ, თავისუფლები ვართ, ვწეროთ, რაც გვინდა.

გახსოვდეს მომავალი.

თავისუფლებას დაბალი ფასი აქვს ამერიკაში.

რჩევა მიეცი მხოლოდ საკუთარ თავს.

არ დათვრე თავის განადგურებამდე.

ორი მოლეკულა ერთმანეთს გვახლის და მოითხოვს, დამკვირვებელი

სამეცნიერო მონაცემთა ბაზაში შეიყვანონ.

საზომი ხელსაწყო განაპირობებს ფენომენალური სამყაროს გამოსახულებას.

(აინშტაინის მიხედვით)

სამყარო არის სუბიექტური.

უოლტ უიტმენი არის მოზეიმე ადამიანი.

ჩვენ ვართ დამკვირვებლები, საზომი ხელსაწყოები, თვალები, სუბიექტები, პერსონები.

სამყარო არის პერსონა.

თავის ქალის შიგნით ისეთივე სივრცეა, როგორიც თავის ქალის გარეთ.

რა არის ფიქრსა და ფიქრს შორის?

გონება არის გარე სივრცე.

“ყველა საკუთარ თავს ელაპარაკება საწოლში, უხმოდ.“

„პირველი აზრი, უტყუარი აზრია“

გონებაა აქვს გამოკვეთილი ფორმა, ხელოვნებას აქვს გამოკვეთილი ფორმა.

მაქსიმალური ინფორმაცია შეიცავს მინიმალური რაოდენობის მარცვალს.

სინტაქსი ბლანტია, ბგერა – მყარი.

სალაპარაკო იდიომების ექსცენტრული ფრაგმენტები საუკეთესოა.

მოძრაობისას რიტმს მიჰყევი, ბრუნვისას –  ხმოვნებს.

თანხმოვნები ხმოვნების გარშემო გონივრულია.

შეიგრძენი ხმოვნები, დააფასე თანხმოვნები.

სუბიექტი შეიცნობა იმით, თუ რას ხედავს.

სხვები ზომავენ საკუთარ ხედვას იმით, თუ რას ვხედავთ ჩვენ.

გულახდილობა ასრულებს პარანოიას.

 

25 ივლისი, 1986

 

 

 

1 2 3