****

 

ისეთი მცირეა

ბევრი. სიტყვები

ყველაფერს ამბობს

მე

შენ მიყვარხარ

ისევ.

მაშ, რატომ არის

სიცარიელე?

იმისთვის, რომ

ამოივსოს, ამოივსოს.

გამიგონია სიტყვები

და სიტყვები სავსე

ხვრელებით.

მტკივნეული. სიტყვა

წარმოთქმული არის პირი.

 

 

 

კარლ სოლომონის სიზმარში გამოცხადება

 

მე ვნახე კარლ სოლომონი.

„როგორია ცხოვრება სიკვდილის შემდეგ?“

„როგორც საგიჟეთში,

გადარჩები, თუ  წესებს დაიცავ“.

„რა წესებია?“

„პირველი წესი: გახსოვდეს, რომ მკვდარი ხარ.

მეორე წესი: მოიქეცი, როგორც მკვდარი იქცევა.“

1996

 

ახლა ხდება?

 

ახლა ხდება? დედამიწა იღუპება? აპოკალიპსური დღეები დგას?

პრეზიდენტი აცხადებს: “არმაგედონი!“ 254 მილიარდი დოლარი სამხედრო ბიუჯეტში!

დილის ხუთ საათზე მკვლელებით & გამოწყობილი გვამებით

გადაჭედილი მეტროს ვაგონი დაიძრა თაიმს სქვერიდან.

ყურსასმენებით უსმენენ მექანიკურ დისკოს,

ვიდრე მე ბელ აირში წვეულებებზე ფრანგულ მინერალურ წყალს ვსვამ

სამუდამოდ დაყრუებული „უოქმენების“  სამყარო ხდება ახლა

ნეიტრონული ბომბი ნერვიულ ბაქტერიული გაზი, ხილის ბუზის რეკომბინატი

ბაცილის პლაზმა, სტრატოსფერული ულტრაბგერითი ლაზერი

რაკეტსაწინააღმდეგო სხივები, MX Cruise Stealth & Pershing ბალისტიკური რაკეტები

ათი წლის წინ სიზმარში მე ვიდექი გზაჯვარედინზე სამხრეთ ტეხასში

მარტო გამოვედი ქალაქიდან (ვერ ვიხსენებ ქალაქის სახელს)

თითქმის მთელ ცას ეფარებოდა მელანივით მუქი ღრუბელი

ტანკები და ნაღმმტყორცნები მიიწევდნენ შორეული ჰორიზონტისკენ.

 

7 თებერვალი, 1982 წელი.

 

 

 

1 2 3