ალენ გინსბერგი
ალენ გინსბერგი
ცნობილი ამერიკელი პოეტი, პერფორმერი, პოლიტიკური აქტივისტი, ბიტ-თაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ალენ გინსბერგი 1926 წლის 3 ივნისს, ნიუჯერსიში დაიბადა. კოლუმბიის უნივერსიტეტში გინსბერგმა ჯეკ კერუაკი, უილიამ ბეროუზი, გრეგორი კორსო, ლუსიენ კარი  გაიცნო და მათთან ერთად ბიტ-მიმდინარეობა ჩამოაყალიბა. ეს იყო კონტრ-კულტურა, რომელიც იმ დროისთვის მიღებულ ლიტერატურულ ფორმებს უარყოფდა. ბიტთაობის წარმომადგენლებმა ამერიკულ ლიტერატურაში თავისუფალი ფორმები და სოციალური თემები შემოიტანეს. ალენ გინსბერგი პოლიტიკურად ყოველთვის  აქტიური იყო. იგი მთელი ცხოვრება  იბრძოდა ადამიანის პირადი თავისუფლების, მშრომელთა და უმც...

ცნობილი ამერიკელი პოეტი, პერფორმერი, პოლიტიკური აქტივისტი, ბიტ-თაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ალენ გინსბერგი 1926 წლის 3 ივნისს, ნიუჯერსიში დაიბადა.

კოლუმბიის უნივერსიტეტში გინსბერგმა ჯეკ კერუაკი, უილიამ ბეროუზი, გრეგორი კორსო, ლუსიენ კარი  გაიცნო და მათთან ერთად ბიტ-მიმდინარეობა ჩამოაყალიბა. ეს იყო კონტრ-კულტურა, რომელიც იმ დროისთვის მიღებულ ლიტერატურულ ფორმებს უარყოფდა. ბიტთაობის წარმომადგენლებმა ამერიკულ ლიტერატურაში თავისუფალი ფორმები და სოციალური თემები შემოიტანეს.

ალენ გინსბერგი პოლიტიკურად ყოველთვის  აქტიური იყო. იგი მთელი ცხოვრება  იბრძოდა ადამიანის პირადი თავისუფლების, მშრომელთა და უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ის ამერიკის მთავრობას ბრალს დებდა ხალხის მიმართ გულგრილობაში. გინსბერგი აპროტესტებდა ვიეტნამის ომს, ამერიკის მილიტარიზაციას,  ეკონომიკურ მატერიალიზმს.

ალენ გინსბერგი 1997 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა.

მეტი მაჩვენე ნაკლები