* * *
გაბეჩავების პირასაა დროის მადანი.
მოდის სიკვდილი, არცთუ ძნელად გადასატანი.
ხელკავით მიჰყავთ მანქანასთან გამცილებელი.
მიცვალებული მორთულია, როგორც ატაშე.
გარს ნაცნობობა, მის აღსასრულს ჩაციებული,
შემოხვევია შესანდობრის შესმის ნატვრაში.
მიცვალებული სულდგმულობდა – და აღარაა,
მუსიკალურის გაგზავნილა ბარგის ამარა.
და სვამენ რწმენით, რომ არ არჩევს სუფრა ასაკებს,
თითქოს სიკვდილი იმნაირი არის უწყება,
სადაც მუდმივად ადგილი აქვს ცოტა გასაკვირ
რამეს – რომ რიგი პირიქითა მხრიდან იწყება.
მღერის გარმონი. ღვინოც ბლომად მოუტანიათ.
თუმცა მომკვდარან სუყველანი დიდი ხანია
ოჯახის სარფით პურობაზე შეყრით ალალით
ჰანგთა თანხლებით ნაცნობების დასარიგებლად,
რადგან ცხოვრებას სულ აქვს ხოლმე გამოსავალი
სიკვდილის სახით. და კარები იქით იღება.
ჩაავლე გარმონს და შორეულ ხმად ახმიანდი
იმაზე, ყოფნა რა თბილია და რა დიადი,
ქალზე, რომელიც უწყალობე სხვას, და ბალბებზე,
დამტვერილებზე, დამხვდომებზე გზაში სახლისკენ,
იმაზე, როგორ, ამდენი წლის ნაშრომ-ნამუშარს,
მოგდის სიკვდილი. და ამასაც რომ არა უშავს.
* * *
იშვიათ პოლარეთისპირა ქალაქთა სისტემა
შედედებული ნაღები სასარტყლო ფასნამატით
ხალხური სიმღერების გზით გულის ჯერება
მოსახლეობამ ისე დაინატრა კულტურა
რომ თავის ყოვლად უბრალო ასულებს
ვიქტორინას ოლბიას იდიომს არქმევს
მაგრამ იზრდება ქლიავის წვნის მოზიდვა
ოლბიას ჩხვლეტით გამოყვანილი აქვს ბარძაყზე
მოვკვდები ცხარე ტყვნის გულისთვის
უკაცურ თოვლზე ასობით ძაღლი
თითქოს ბრძანებით თავს აბრუნებს
ჭკუამართალი კაცის დანახვაზე
გავლით მყოფი მსახურის მსოფლიო ცოდნისა