* * *

 

შენსკენ ისე სწრაფად მოვქროდი,

რომ შემხვედრმა ფუტკრებმა დამცხრილეს

ტყვიებივით, მოულოდნელად…

 

და ჩემს გულში

დარჩა მხოლოდ მტვერი და თაფლი.

 

 

ბედნიერება

 

გახვრეტილი ქვა მომქონდა შენთან,

მაგრამ რად გინდა ნეტა ეს ქვის ბედნიერება,

ის იკარგება ცის ქვეშ, სადღაც, მტვერსა და ჭუჭყში,

და მზის სხივიც ამ ნახვრეტში ვერასდროს ძვრება.

გზად მე შუაზე გადატეხილი ვიპოვე ნალი –

ნახევარბედნიერებააო, ამბობენ, მასში,

მაგრამ რად გინდა ეს ნახევარი –

არ ჯობს, რომ სადღაც მოისროლო,

შორმინდორში, ყვავილებით გადაპენტილში:

სადაც არის გვირილები თეთრი ფოთლებით

და სამყურები – ოთხფურცლიანი,

და როგორც არ უნდა იმკითხავო მათზე, სულმუდამ

ამოგივა „ვუყვარვარ“ მაინც.

 

1 2 3 4 5