***
შუშის ბურთის დამზადება
ვთხოვე მინამბერს –
გამეგონა, ბედნიერების მომტანიაო.
ბურთი იმდენად მსუბუქი იყო,
ქარმა წაიღო სახურავისკენ,
სადაც კიდეც დაილეწა
ჩემი შუშის ბედნიერება.
ნამსხვრევები ახლა ჩემ ფეხქვეშ
ხრაშახრუშობენ,
მე კი საპნის ბუშტის გაშვებას
ვასწავლი ჩემს ვაჟს.
***
დაალაგე ძირს ჩემი სიტყვები,
დატკეპნე ფეხებით, ისე, რომ თავი ვეღარ წამოყონ,
რომ ლანჩის შტამპი აღიბეჭდოს თითოეულზე,
რომ რაც დრო გავა აღარავინ ეკარებოდეს
და გვერდით როცა ჩაუვლიან, „უვარგისი ნივთი!“ – ამბობდნენ.
რომ დაეფინოთ სქელი თოვლი,
რომ ძაღლებმა მიაშარდონ,
რომ შარშანდელი ფოთლებივით
უჩინო იყონ,
რომ ვინც არ უნდა შეხედოს მათ,
„მიწა… მიწა…“ – ყველა ამბობდეს.
და ასწიე მაშინ ზეცისკენ ჩემისიტყვები.