ამსტერდამი

 

როცა ძალიან გამიჭირდა, შენი სიყვარული დავიჯერე,

გავხსენი წარსულისკენ ამოჭრილი  ფანჯარა და

ნახევრად სიბნელეში დაგიწყე ძებნა,

თან დუმილით გიყვებოდი,  როგორ მინდოდა

ვყოფილიყავი ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში

სადაც შენს სიყვარულში შემეპარა ეჭვი…

ნეტავ გადამიყვანა ოცი წლის წინანდელ ამსტერდამში

რაღას არ შევცვლიდი:

შენს ნათქვამ „მაცადეს“  არ დავიმახსოვრებდი,

შენს ნათქვამ „ბევრი ხარ“ არ დავიჯერებდი,

არც ჩემს სანთლის ქალობას დავიჯერებდი,

არც ჩემს აკანკალებულ მუხლებს…

ამოვჭრიდი იმ წუთს, როცა მითხარი:

„მაცადე, ახლა ამ მუზეუმივით ხელოვნური იქნება ჩემი სიყვარული,

ამ  ქუჩებივით ვიწრო იქნება ჩემი სიყვარული,

ამ მდინარესავით წარმავალი იქნება ჩემი სიყვარული,

ახლა მზად არ ვარ რომ ხელი ჩაგკიდო…“

ნეტავი გადამიყვანა ოცი  წლის წინანდელ ამსტერდამში

ხელზე ხელს მოგიჭერდი და გეტყოდი:

-„ამდენს ნუ ფიქრობ, ბიჭო!“

 

1 2 3 4