საითაც გინდა დაინახავ

 

საითაც გინდა გაიხედე,

საითაც გინდა გახოხდი,

გინდა ბეჭდიდან ამოცოცდი

უბრალო ქვის ერთი მარცვალი,

ანდაც ძვირფასი ნამცვრევის

ფერი გახდი და აციმციმდი,

პირი ვარდივით გაიხლიჩე,

ნიკაპს ამოსდე ხელი,

ჩაფიქრდი, სახე ჩაიზნიქე,

წამოსაცდენი რა გაქვს,

წარმოსადეგი პატივი გაქვს,

მხრებზე დიდების მანტია გაქვს

გამოსაბჯენი ბეჭით.

ჩამოსაჯდომი სკამიცა გაქვს,

საქმის დაწყების ტრაკიცა გაქვს,

თავის გატანის თავიცა გაქვს

ჩამოსაყრელი მხრებიც.

ჩათუთქული გაქვს სატკივარი,

ამასაც ისე მალავ,

როგორც ნათოვლი მთაგრეხილი

ზვავისთვის საკმარ მასას…

ვინმეს მარტივი არ ეგონო,

ვინმეს ფაქიზი არ ეგონო,

ენა ისე არ გაიტეხო,

რომ საზოგადოდ შეცბე.

ვერ დაგიპირონ აინუნი,

ვერ დაგემუქროს შიში

– პოლიტიკური რელიიგიის,

პოლიტიკური მირქმის,

რელიგიური ამბოხების,

კონფორმისტული ზავის.

ვერ შეგიტიოს ვერაფერმა,

ვერ შეიქციო თავი,

პერიოდული გატაცებით,

უქარნაპირო გზნებით,

დღემდე ვარდივით იკრიფები,

დღემდე თაყვანით თვრები.

გახდი ყველასთვის იძულება,

სავალდებულო ომი,

თაფლა კვერების შესაბრაწი,

გაფუებული ცომი,

რომელიც ერთმა ამოზილა,

მრავალმა კეფით აცხო,

ზოგს ურჩევნია შიმშილი და

ზოგს ურჩევნია აწმყო;

გადპნეული ნამცეცისთვის

კუდის ქიცინი აწყობს.

 

 

 

 

1 2 3 4