4

მათი ყოველი შეხვედრა იყო სათავგადასავლო თამაში.
ტურიდან ტურში გადავედი ამბობდა კაცი.
და სიცოცხლის დაკარგულ ქულებს,
აღარაფრად აღარ აგდებდა.
რადგან ხედავდა როგორ იღიმოდა ქალი,
კაცის დარჩენილი სიცოცხლით კმაყოფილი.
აი ამ დროს დაიხუჭა მათი თვალები ცოტა ხნით.
და იყო სიზმარივით გრძელი დღეები.
სადაც დაფრინავდნენ ჩიტებზე შემომსხდარნი,
ერთმანეთის გვერდით.
მათ გადაუფრინეს ქალაქის ყველა ხეს.
და ხანდახან ისვენებდნენ მათ ტოტებში.

 

5

ტრალა ლალა ლაა
ტრალა ლალალაა
მოხტუნავე თავები ირწეოდნენ…
და ჰოპ.

 

6

საბოლოოდ ასეც მოხდა.
კაცმა გვერდით მიმოიხედა
აღარავინ იყო მასთან.
გული კი უდუღდა ცივ ღამეში
და შხეფები საკუთარ თვალებში ესხმებოდა.
იყო მოძრაობა გაურკვეველი მიმართულებით.
და იყო უძრაობად დარჩენის შიში.
-არაფერი მომხდარა !
გაისმა ქალის ხმა,
შორიდან, სადაც მისი სახე არ ჩანდა.
კაცი ბრმად მისდევდა ქალის ხმას,
და ეკითხებოდა ხეებს,
სად არის ქალი ?
და ეკითხებოდა ჩიტებს,
სად არის ქალი ?
-ისინი სდუმდნენ.

 

 

 

1 2 3 4 5