***

ი. კ – ს

ისინი ჩვენზე ფილმებს უყურებენ
და წიგნებს კითხულობენ
ისე მოვწონვართ საძინებელში ჩვენი ფოტოები უკიდიათ
მეტიც ზოგი სანთელს ანთებს ჩვენს ხატებთან
რეალურ ცხოვრებაში კი ვერ გვპატიობენ
რომ ჭამა არ ვიცით
დალევა არ ვიცით
სიყვარული არ ვიცით
და სახლის მოწყობა არ ვიცით
ჩვენზე ოცნებობენ მაგრამ
სინამდვილეში ყოველთვის მიგვატოვებენ
როცა ავად გავხდებით
ან ცუდები გავხდებით
ან რადგან ჭამა არ ვიცით ისე გავხდებით
მათ ოცნებებში ვუყვარვართ
ისე კი არასოდეს იქნებიან
ჩვენი მეგობრები
ან საყვარლები
ან ცოლები ან ქმრები
რომელიმე კინოში რომ დაგვინახავენ
ჩვენზე ზრუნვა მოუნდებათ
მაგრამ ისე არასოდეს გვაპატიებენ
რომ მათზე ვერ ვიზრუნეთ
არასოდეს გვაპატიებენ
რომ ნამდვილები ვართ
და მათ ხელში ვართ
ყოველთვის გაიქცევიან ჩვენგან
იქ სადღაც თბილ სახლებში
სადაც ჩვენზე ფილმებს უყურებენ
და წიგნებს წაიკითხავენ
და ჩვენზე იოცნებებენ

 

***

ვისი ცხოვრებაა ასე
ვინ ზის მარტო მწვანე ოთახში
და ფიქრობს რა შეიძლება ყოფილიყო
და ხვდება რომ ხვალაც არაფერი მოხდება
ვისი ცხოვრებაა ასე
ვინ ზის მარტო მწვანე ოთახში
და ფიქრობს რა შეიძლბა ყოფილიყო

 

***

მიშო დადიანს

 

კენკრის ჩაი კენკრის ჩაი კენკრის

და გამზირი ვაჟასი თუ ვაჟის

ახლა მთელი საბურთალო მეკვრის

ვერ გავიგე რად ჭირდებათ რაში

რომ დავბრუნდე ცხოვრებაში როგორ

ანდა უნდა შემაყვარონ მიწა

მე თვითონ ვარ თვითნაბადი ოქრო

და ჩემივე ტკივილები მიცავს

ვერ გამოხვალ ვერ გამოხვალ შიშო

როცა აღარც იმედი გაქვს უფლის

მხოლოდ ერთი ძმაკაცი მყავს მიშო

ვინც შეძლებს რომ გამიხვრიტოს შუბლი

1 2 3 4 5