ორცხობილა

 

აი ხომ ხედავ გავუსწარი დროს. გამოვაცხვე

ჩვენთვის ახალი ორცხობილა. ვზივარ.გიყვები

როგორ ძალიან ადვილია, ასე გამოვშრეთ

სანამ ცხოვრების შარაგზიდან გავირიყებით,

 

როგორ ძალიან ადვილია, ცხოვრების გზაზე

დაგვიშრეს წყალი  და დაჭიმულ ნერვებს სიმებად

ვაწყობდეთ ხშირად ვიოლინოს მიმზიდველ ტანზე,

რომელზეც მერე დაუკრავენ ჩვენი  შვილები,

 

რომელსაც, ალბათ, ინტერესით, ძალიან რბილად

შეეხებიან თითებით და  მინორულ გამად

გადაგვაქცევენ და ჩვენს ახალ, ცხელ ორცხობილას

ექნება ძველი, გამომშრალი სიზმრების გემო.

 

 

 

1 2 3 4