ახლა კი, თითქმის საუკუნის შემდეგ, სპექტაკლი და სპექტაკლის საზოგადოებაა ყველაზე აქტუალური.

არა თეატრი, არამედ სპექტაკლი.

არა თეატროკრატია, არამედ სპექტაკულარიზაცია.

სოციალური სპექტაკლი გვჭირდება როგორც ტოტალური ფარსიფიკაციაცა და ფალსიფიკაციაც!

და რაც მთავარია, დემოკრატია, როგორც მოჩვენება;

ამ „მოჩვენებისთვის“ „იღვწის“ დღეს ყველა; ის, ვინც პოლიტიკურ კაპიტალს ფლობს; და ისიც, ვინც ფისკალური კაპიტალის სიმბოლურ-პოლიტიკურ კაპიტალში დაბანდებას ლამობს.

ღმერთმა ხელი მოუმართოთ!

საშიში არც არაფერია – ადრე თუ გვიან ჩვენც ხომ უნდა მივეჩვიოთ, როგორც მიშელ ფუკო იტყოდა, ზედამხედველურ საზოგადოებაში ცხოვრებას.

ასეთი ცხოვრების დილის სპექტაკლი უკვე ნანახი გვაქვს.

ახლა საღამოს სპექტაკლიც ვნახოთ.

და საერთოდ, დროა, ჩვენც გადავინაცვლოთ ამფითეატრიდან, ანდა, სულაც, სცენიდან პანოპტიკურ მანქანაში, კრიპტომთავრობის თვალი რომ მართავს.

ცხადია, ამით დემოკრატია, როგორც გამჭვირვალე ხელისუფლების აპოთეოზი, მით უფრო შორეულ ჰორიზონტად გვექცევა; სამაგიეროდ, უფრო მივეჩვევით იმ აზრს, რომ გამჭვირვალე ხელისუფლება არ არსებობს.

და არც უნდა არსებობდეს ისევე, როგორც არ არსებობს თავისუფლება, როგორც ასეთი და თავისუფალი, სტურუასეული „ნადირობის სეზონისა“ არ იყოს, მარტო თავისუფლების ქანდაკებაა.

რატომ?

„თოკი მაგრად დაიჭირე, ბრიყვო, ეგ სიმღერას უხდება“.

სეი-ცე-ნო-მა-მა-სო-ლე-ნა-ცაი-ნე…

ეროსი მანჯგალაძე ამ არიოზოს ასე მღეროდა: ბამბარამბარამბარამბარამბა…

გაიგეთ რამე?!

ეგ არაფერი!

მთავარი ისაა, რომ ეს „აბრაკადაბრა“ – ვოკალიზი მით უფრო სარფიანი გასაყიდია.

ჰოდა, თქვენც, ასე გაუგებრად, მაგრამ თავისუფლად და გნებავთ, პოსტმოდერნულად იმღერეთ…

„იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე“…

თორემ?

 

 

 

1 2 3 4