ასე გახდა ფიფქია პრინცის საცოლე.

სასახლეში გამართეს სამეფო საქორწინო ცერემონიალი

სადაც მიიწვიეს ბოროტი დედოფალიც.

ქორწილში დედინაცვალს  დაახვედრეს

წითლად მოვარვარე რკინის ფეხსაცმელი,

რომ წარმოიდგინოთ, ფეხზე აკრული

ალისფრად გავარვარებული გორგოლაჭი.

კვამლი ჯერ თითებზე აგივა,

მერე  დაგინახშირდება ქუსლები და

ბაყაყივით ქვემოდან ზემოთ შეიწვები

ინსტრუქცია  მისცეს ასეთი.

და აცეკვეს, ვიდრე სული არ ამოხდა – ქვესკნელის ფიგურა,

ენა ზოგჯერ გარეთ უვარდება და შიგნით ეწევა, როგორც გაზის სანთურას.

ამასობაში, ფიფქიამ მთელი სასახლე დაიმორჩილა,

ლაჟვარდისფერ თვალებს აფახულებდა,

ხუჭავდა და ფართოდ აჭყიტებდა,

და ზოგჯერ კედლის სარკესაც აკითხავდა,

როგორც საერთოდ, იციან ქალებმა.

 

 

 


* ორიგინალში – Vin Du RhOne – ფრანგული ღვინო

** იგულისხმება Little Orphan Annie – ამერიკელი პოეტის, ჯეიმს რაილის ლექსის (1885) მიხედვით შექმნილი კომიქსი „პატარა ობოლი ენი“ რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა.

 

                                                                                

თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

 

 

 

1 2 3 4