ფიფქიამ არაერთი კვირა

იხეტიალა უღრან ტყეში, სადაც

ყოველ ნაბიჯზე ოცი ახალი ბილიკი იწყებოდა

და ყოველი ბილიკის ბოლოს

დამშეულ მგელს მუხლუხოსავით ენა გადმოეგდო.

ჩიტები თავზე უხამსად დასჭყიოდნენ

და ვარდისფერი თუთიყუშებივით რატრატებდნენ.

გველები ტოტებიდან  ყულფებივით ეშვებოდნენ

და მისი ტკბილი კისრისკენ მიიწევდნენ.

მეშვიდე კვირას ფიფქია

მეშვიდე მთას აუყვა

და ერთ ჯუჯა სახლს მიადგა.

სახლი იყო ისეთი სასაცილო, როგორც კოტეჯი თაფლობის თვისათვის.

მის აღჭურვილობაში შედიოდა

შვიდი  საწოლი, შვიდი სკამი, შვიდი ჩანგალი

და შვიდი ღამის ქოთანი.

ფიფქიამ შეჭამა შვიდი ქათმის ღვიძლი

და დასაძინებლად დაწვა. ძლივს!

 

შვიდმა ქონდრისკაცმა, შვიდმა ცეროდენა ჰოთ-დოგმა,

მძინარე ქალწულს, ფიფქიას

გარშემო სამჯერ შემოუარა.

მათ არც სიბრძნე აკლდათ,

არც ბიბილო, როგორც პატარა მონარქებს.

დიახაც! კარგი ნიშანი უნდა იყოს მისი აქ მოსვლა,

ბოლოს დაასკვნეს – იღბალს მოგვიტანს

მერე ფეხისწვერებზე დადგნენ და დაელოდნენ

ფიფქიას გამოღვიძებას.  გოგონამ უამბო მათ

სარკისა და მკვლელი დედოფლის ამბავი

და ქონდრისკაცებმა სთხოვეს დარჩენა და სახლის დიასახლისობა.

უფრთხილდი შენს დედინაცვალს

ქონდრისკაცებმა წასვლის წინ დაუბარეს.

დღეს თუ არა, ხვალ შეიტყობს, სად ხარ.

ნურავის გაუღებ კარს, ვინც გინდა მოადგეს.

 

 

 

1 2 3 4