4. Horace and Pete / Louie

ზოგადად, თითქმის ყველაფერი, რასაც ლუი სი ქეი ქმნის, თანამედროვე ამერიკული კულტურის საგანძური ხდება. მეოთხე ადგილზე მისი ორი გამორჩეული პროექტია -„ჰორასი
და პიტი“ უფრო ტრაგიკომიკურია, ერთ სივრცეში გადაღებული, სრულად ორიენტირებული დიალოგებზე და ყოველი დიალოგი ოქროს პიესებივით გაისმის. „ლუი“ იუმორზე უფრო მეტადული აქცენტირებით, თუმცა ამასთან, მასში ეგზისტენციური დრამატიზმის ხატმწერი ეპიზოდები შეგხვდებათ. ორივე შოუს თითოეული სერია სავსეა ერთდროულად ცხოვრებისეული სიბრძნით და ბულვარული ხუმრობებით, ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან სასაცილო საუბრებით და ქარიზმატული პერსონაჟებით.

 

3. Carlos

უდიდესი სტილის გრძნობით შექმნილი, პრინციპში, არა მინი სერიალი, არამედ 6 საათიანი ფილმი გაუნელებელი დაძაბულობის შეგრძნებით. სტილურობა იგრძნობა შოუს ყოველ მოლეკულაში, იქნება ეს პერსონაჟბის სამოსი თუ სახლის დეკორაციები, ოპერატორის ხან ხისტი, ხან კორდებალეტის მსგავსი კამერის მოძრაობები, ისტორიის თხრობის სტრუქტურა და აქცენტების გადანაწილება თუ მთავარი როლის შემსრულებლის, ედგარ რამირესის ძალიან ბუნებრივი და ლაღი პერფორმანსი. შეიძლება ითქვას, რომ „კარლოსი“ არის დენთით და ტროტილით დაწერილი მარქსისტული პოეზია.

 

 

1 2 3 4 5