სანამ მოცალეობის ჟამია დამდგარი და ყველა ეძებს რითი დაკავდეს, რას უყუროს და გაიყვანოს დრო, გთავაზობთ ბოლო ათწლეულის საუკეთესო სატელევიზიო შოუების სიას. შერჩევისას ვიხელმძღვანელე ორი კრიტერიუმით, რომ სერიალი დაწყებული და დასრულებული ყოფილიყო 2010 – 2019 წლებში და პირველი სერიიდან ბოლო სერიამდე ყოფილიყო მომხიბვლელი და საინტერესო.

 

10. Halt and Catch Fire

გარდა იმისა, რომ ჩვენი ტექნოლოგიური ყოველდღიურობის შექმნის სტადიების შესახებ მოგვითხრობს, დონ დრეიპერის (Mad Men) შემდეგ საუკეთესო ანტიგმირს და საოცარი ენიგმატურობის მთავარ პერსონაჟს გვაცნობს, რომელიც სულ რომ არ დაგაინტერესოს პერიოდიკამ და წამოჭრილმა თემებმა, საკუთარი ქარიზმის ხარჯზე მიგაჯაჭვებს ეკრანთან და ოთხივე სეზონს გაყურებინებს. ამასთან, აღსანიშნავია ოთხი ცენტრალური პერსონაჟის ურთიერთდინამიკა, ხასიათების კომპლექსურობა და მუდამ საინტერესო სიუჟეტური შემოტრიალებები, რომელიც არაერთ სერიაში შეგხვდებათ.

 

9. Show Me a Hero

ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური დრამა რაც ბოლო ხანებში გადაღებულა, ამერიკული საჯარო პოლიტიკის შიდა სამზარეულოს გამომზეურებით და მეინსტრიმ მედიისგან მივიწყებული კლასობრვი პრობლემების სწორად წამროჩენით. შოუს სცენარისტი, უკვე ლეგენდარული სტატუსის მქონე სერიალის, The Wire-ის შემქმნელი, დევიდ საიმონია, რომელიც გარემოს და პერსონაჟებს მდიდარი ენით და ესთეტური გამომსახველობით აღწერს, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი, ოსკარ აიზეკი, კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ სამსახიობო შესრულებას გვთავაზობს, სავსეს ორგანული დრამატიზმით.

 

1 2 3 4 5