8. A Young Doctor’s Notebook / The Knick

იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სერიალი სამედიცინო თემატიკისაა და ერთ-ერთის სიის გარეთ დატოვება ძალიან დამენანა, მერვე ადგილზე გავაერთიანე ორი სრულად განსხვავებული, მაგრამ ძალიან ჩამთრევი შოუები. პირველი, „ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები“, ბულგაკოვის მოთხრობების მოულოდნელად კარგი ადაპტაციაა, ძალიან მხიარული და ატმოსფერული, მშრალი კომედიით და ძალიან სახალისო პერფორმანსებით. მეორე საუკეთესო სამედიცინო დრამაა რაც ოდესმე მინახავს, იდეალური სამსახიობო
ანსამბლით, საოცარი ოპერატორული ნამუშევრით, ატმოსფერული გარემოთი და ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისურით, რაც სერიალებში შემხვედრია.

 

7. The Brink

სატელევიზიო სივრცისთვის უდიდესი დანაკარგია არხმა HBO-მ ეს შოუ პირველივე სეზონზე რომ დახურეს. ესაა ძალიან სასაცილო და ამავდროულად რეალისტური გეოპოლიტიკური სატირა აბსურდის და რეალიზმის იდეალური სინთეზით. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ნაადრევმა დახურვამ ის ლოგიკური დასასრულის გარეშე დატოვა, მაინც ძალიან დიდი სიამოვნება და პოლიტიკური იუმორის მასტერკლასი გელით წინ.

 

 

1 2 3 4 5