6. Watchmen

„დარაჯების“ ჟნრული იდენტიფიკაცია ალბათ ყველაზე ახლოს დგას სამეცნიერო ფანტასტიკასთან, ტრილერთან ან თუნდაც სოციალურ სატირასთან, თუმცა, ამავდროულად, რომანტიკული სიყვარულის იდეის ირგვლივ ამაზე საინტერესოდ და ემოციურად ერთეული ნაწარმოები თუ მედიტირებს. პლუს შოუში მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ახალი რაკურსით წარმოჩენა ხდება და თან ისეა სიუჟტური სტრუქტურა აწყობილი, რომ სერიიდან სერიამდე მეტის გაგების გაუნელებელი ინტერესი გაგყვებათ.

 

5. Bojack Horseman / Gravity Falls

მეხუთე ადგილზეც ორი სერიალი გავანაწილე, ორივე ანიმაციურია და სავსებით დამსახურებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ორივე შედევრია. „ბოჯეკ ჰორსმენი“ ალბათ საუკეთესო შოუა რომელიც თვითრეფლექსიის შესაძლებლობას იძლევა და ყველა გლობალური ტრენდის ხელახლა გააზრების სარბიელს გთავაზობს. „გრევითი ფოლსი“ ბავშვობაში დასაბრუნებელი პორტალია, სავსე ნაივურობით, ჰუმანიზმით, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით და ნებისმიერი ასაკისთვის მომხიბვლელი სიუჟეტებით. ორივე მათგანი სავსეა ძალიან ძალიან სასაცილო და დრამატული ეპიზოდებით, საოცარი სტილის გრძნობით, დასამახსოვრებელი პერსონაჟბით და საციტირო ფრაზებით.

 

 

 

 

1 2 3 4 5