ზღვა: ლიმნის ნაჭერებად

დამიჭერით ზღვა ლიმნის ნაჭერებად ფარეშო
სასოწარკვეთილების
თოლიების გარეშე
რომ გადიდდეს ცის რკალი რასაც ვერვინ გამოთვლის
და დელფინი მოჩანდეს როგორც ელჩი სამოთხის

და დავიდებ ენის ქვეშ მე ზღვის ნაჭერს დამწრიტავს
რათა გამოვიზამთრო
როგორც მწარე აბზინდამ
რათა წყალში ზამთარშიც ვიცურავო თევზივით
გემთა გზის მაჩვენებელ ვარსკვლავს ვიყო შეზრდილი

 

 

ჩვენს შორის: მკვდრებს შორის

მკვდრები ვართ ჩვენ და იანვრის ყვავებს
რა აყრანტალებთ ჩვენს შორის მწვავედ?
ცად ვის არ სძინავს სულთა ჯოგიდან?
სასაფლაოში ბებერი თოვლის
ბაბუა მოვა და წრფელი თრთოლვით,
ნასმურევისთვის არაყს მოგვიტანს…

უჩანთ წარსულის ჩრდილები ბუჩქებს,
ზეცა მიკვრია ჩემს პირს და ტუჩებს
და ვერ ვმეტყველებ ამ სიმწარისგან…
ბუდა მიდის და ცას ჭვრეტს ბავშვივით,
სად, თეთრ წეროსებრ, ხელებგაშლილი
გრძელდება ჩრდილი მაცხოვარისა…

 

 

თარგმნა  ბათუ დანელიამ

 

1 2 3 4 5