დაღვრილი მზე

პეპელაც ხუნდით ჭრიჭინაც ხუნდით

უკვე არვისგან ელიან შველას

და ვინც ეტაპით გაუშვეს უნდოდ

მაღალი ღმერთის ცრემლია ყველა

 

სარკმელი ღია არაა ერთიც

ნათურაც გულქვეშ თოვლივით დნება

გამართლება კი არის რომ ღმერთი

ჯვარცმულია და ვერაფერს შვრება

 

სულის ლექსიკონს ვშლი და ასონი

იაპონლებად გარბიან შიშით

ანგელოზნი კი დაღვრილ მზესავით

ცხელ ომში მივლენ ჩვენ ტყვილა ვიშვით

 

 

ბრეიგელურად: ზამთარი

ბრეიგელურად – მთა ზამთრობს უკვე

და მონადირე მზადაა უკეთ…

მდინარეც ჟონავს ცას, ღრუბლით ბურვილს.

და ღრუბელს გაკრულ ტილოზე ვიღაც,

სტვირიან ხელით, გვიხატავს ძვირფას

ადამიანზე მთლად ბოლო სურვილს.

 

უბიწო ტრფობას, უთხელეს თოვლის

სადარს, ნიავიც გაადნობს თრთოვით.

ცას კი სიმძიმე ჰკიდია გასწვრივ,

თითქოსდა ყინვა საცაა გვიმტრობს

და ყველაფერი მოხდება იმ დროს,

როცა არაფერს ექნება აზრი…

 

1 2 3 4 5