შენი თმა

 

ყოველდღიური სიტყვების გამოგონება

მახსენებდა რაღაც მივიწყებულს,

გონების ლაბირინთში მიწებებული სიზმრების ლიცლიცმა

მერამდენედ გამოაღვიძა ორანგუტანგი თავგადაპარსული –

მას გალია არ ჭირდება დროის ქომაგად.

დაგლეჯილი ფეხისგულები,

ცეკვა ძვლების გარეშე

და მოსალოდნელი ფეისკონტროლი                                                                                   ,

ასაზრდოებდა მიწის მხურვალებას.

მწერების გამონაყარი კანზე,

მომაკვდინებელი ლენცოფას ღეჭვა

მავიწყებდა ყოველივეს,

სანამ სახელს მივაგენი.

ლაპარაკობდნენ ჩემზე უაქცენტოდ.

მივიწყებული სიტყვები

ახლა შენს თმაში ფუთფუთებენ.

შენი თმა სასაფლაოს ჰგავს.

 

 

 

1 2 3 4