***

 

გამელოტებული მიმწუხრი,

მძვინვარე ბალახი ჩემი ხორციდან

მორცხვად დახრილი, გაშიშვლებული.

ყოფილი ჩემი სიტყვები,

რომლებიც მოთქვამდნენ:

უხეიროა სიკვდილი ჩემი,

რაც მოსაძებნია მის მიღმა

ყოველივე ავლაგმე!

ზურმუხტები ძვლების ნაცვლად ჭარმაგ საძვალეში

და ქარის პირისპირ დგომა,

იმ ხეებს შორის,

რომლებიც ერთმანეთის ჩრდილს არასდროს კვეთენ.

საბოლოოდ, როცა დრო მოვა,

მათ ძირში ჩვენს საფლავებს გათხრიან.

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4