დამოკიდებული სამშობლოში

 

მას უყვარდა ჭლექი

მარტოობას მიჭყლეტილი,

როგორც კოღოს ფრთები ოფლიან კეფაზე.

ახველებდა, მეხსიერებას ამღვრევდა ისტორიაში შესაყვანს.

მარტოობაა მაშინაც, როცა წვიმს

და ბოლო სიგარეტი გდია კოლოფში,

მაგრამ სიცრუეა წვიმა,

თუ მართლა არ წვიმს,

როგორც ეს დიდი ხსნის წინ ითქვა,

ხოლო მარტოობა მუდმივია.

მარტო იყო მისი გადიაც,

თმას უვარცხნიდა პატიმარ ბარბებს,

ვერცხლის კაბებს აცმევდა.

ორივეს სიკვდილამდე სწამდა

მწერების აჯანყებასთან აღმსდგარი საქართველოსი.

რძეს მოწყურებული კნუტებივით,

რენტგენის ფეხებს შუა ნებივრობით,

ხავერდზე წოლას ჩვილობიდანვე ვერშეჩვეულნი,

პრეისტორიულად მივიწყებული, როგორც საკულტო ფალოსები.

მატარებლის სადგურია მისი „პრიხოდი“,

სადაც  ყოველ ღამე ბოგანოებს სძინავთ სიცივეში.

დილით თბილა

და მაღაზიები „ვეფხისტყაოსანს“ ყიდიან,

ბრჭყალების გარეშე ოღონდ

ეს სიყვარულიც ისევ თამაშობს მათი პულსივით,

სადღაც მზე ჩადის,

რაინდის მუზარადს მიშტერებული,

მორიგი დღეც ალბათ ასე თუ დასრულდება.

 

 

1 2 3 4