პოლიტ-მელეხური ოდა

თუ ხარ უკვე მაგნატი,
დონალდ ტრამპის მაკრატლით
შეიმოკლე თმა;
გახდი – ფრანტი აშიკი,
ბრიოლინი თმაში კი
მოიმარაგე;
გსურს ბელადის ნაქონი
ყალიონი. გაქონილ
ტუჩებს ილოკავ,
როცა მუგუზალიდან
მწვადი გიხმობს. ზალიდან
სტუმრის კილოკავს
შეაგებე ხითხითით
თრობითი და კითხვითი
მედიდურობა.
გშვენის Epos საათი,
ნათქვამები საადის;
ბნელი ტაბარე
გეგებება ლაციცით.
ამაყი ხარ რაც იცი
შენი მთა-ბარის.
სხვა ჟღერა აქვს – ფა, დო რე-ს,
ლამის ,,გააპაზორეს”
რიხი ფარული.
შენი სადღეგრძელოა
სულის ნაპრალებიდან
გამოპარული.

 

 

1 2 3 4 5 6 7