* * *

სად არ მოვისაკლისებ,
შენი მიწის ანაცერს.
სოფლად ჩერო კაკლების
მხართეძოზე მიწვენდა.
მახსოვს მეტიც, ნაკლებიც;
რომ დავუსვი დანა ცერს,
ცრემლში ხტოდნენ სახლები,
მზე ფერდობზე ესვენა.
ვადასტურებ ამ ნაწერს,
შარშან იყო, განა წელს…

 

 

კარ-ფანჯრის

კარი სიმყუდროვე აღარ არის. ვიღაცამ უნდა გააღოს.
სულ ერთია საიდან მიუდგება.
ჩარჩოზე მისჯილი ხერხემალი თუ არ გაუმოძრავდა,
კოროზიული მარილები გაუჩნდება; უჩინარი კუზიც შეაწუხებს.
უსაქმურობაც…
გაღება დახურვის გაიშვიათება გააზარმაცებს და ბოლოს აჭრიალდება,
დაკაკუნების შემდეგ თითქოს წუწუნს მოჰყვება და საყვედურებით
აავსებს ზღურბლის გადაბიჯებას გადაჩვეულ სტუმარს.
ბოლოს სახელური ხელშრეუხებლობის პირობას დადებს.
მიჩუმდება ოთახი…
იქნებ ეს მომავალი გამოგონილია – როგორც გადაუჭარბებელი ახლანდელობა.
რა მნიშნელობა აქვს მზე საიდან ამოვა…
ფანჯარა საკუთარ უპირატესობას მისგან შემოსული სინათლით გამოხატავს.
კარზე ირონიული ჩრდილები მოგზაურობენ.

 

 

1 2 3 4 5 6 7