ვნების კვირა

 

შენ ადექი და დიდ ორშაბათს მაგრად სვი კაფეში,
მერე ძმაკაცთან გააგრძელე, სანამ არ დაგათენდათ.
შენ ადექი და დიდ სამშაბათს იძინე შუადღემდე,
ნაბახუსევზე გამოხვედი ლუდით და მოსაწევით.
შენ ადექი და დიდ ოთხშაბათს, ათი დღის უნახავი
შეყვარებული აიყვანე ბაითზე, სექსი გქონდათ.
შენ ადექი და დიდ ხუთშაბათს ეჩხუბე ვიღაცებს,
დანა იხმარე, საბედნიეროდ, არავინ დაგიჭრია.
შენ ადექი და დიდ პარასკევს – პონტი რომ გაიჩითა –
ბუპრენორფინი გაიჩხირე (არ გქონდა გასინჯული).
დიდ შაბათს კი შენ არ ამდგარხარ, ისინი ადგნენ,
ვისაც ეჩხუბე დიდ ხუთშაბათს, უბანში მოგაკითხეს,
ამჯერად, ერთი მკლავში დაჭერი (ღვთის მადლით – მსუბუქად).
შენ ადექი და იმავე ღამით (თითქოს არაფერი),
როგორც ყოველთვის, ღამის თევაზე წახვედი ტაძარში.

 

 

 

1 2 3 4