კარუგდებელი

 

– პირღიაობას რა უნდა?!

ჰოდა, ერთი კაბა მქონდა, თხელი, როგორც ,,ნახვაწა”,

დავაფრიალებდი აღმა-დაღმა,

მინდოდა,

კაცი დამდევნებოდა წყლიანი და გრძელი მზერით,

სადმე, ფეხიც წამოგვეკრა, რბილში დავეცემოდით.

 

უარესსაც ველოდი, მაგრამ თითქოს გადავრჩი.

 

რას არ იტყვი, ჩემო პირო,

ისიც გახსოვს, ღიაობამ დაგვღუპა!

რას არ იგრძნობ, ჩემო ტანო,

ისიც გახსოვს, ხვევნამ როგორ დაგვღუპა!

დაღუპულს ვინ მიგვიღებდა?

მიგვიღეს და რომელი…

 

იმ დღეს დარდმა ამიტანა,

გოგნის სალოცავი ავიჩემე, ჩემსავით ღია და უკარო.

ავჩერჩეტდი დუმებჩამოღლილი ბატკანივით,

ჭინჭი შევაბი ტოტზე,

ერთადერთ სურვილში ჩავრგე თავი.

ფრთა გინდოდა?! მიიღე.

ფრთები გინდა?! მიიღებ…

ვბღაოდი ხმამაღლა, როგორც პირველი გახედნისას.

 

წარმოიდგინეთ,

სურვილი რომ გამჭვირვალე იყოს,

როგორც ჩემი თხელი კაბა,

,,კარუგდებლის” ზარის ხმაზე შევუღიმო წმინდან ბიჭს,

 

მომცეს ნება, დავრჩე ქალად – ქალი ღია კარიდან.

 

 

1 2 3 4