***

 

                                           ნათიას

შენი დარიჩინის ჩაი

(ნახევრადტკბილი) –

თითქოს ნახევარ სიცოცხლეს მიყოფდე.

ფრთხილი საუბრები

ჩემს თავქარიან ცხოვრებაზე,

რომელსაც ვიცი,

არასოდეს გაიტან,

როგორც ,,ხმის მატარებელი”.

ვიწრო აივანი. ვეწევი.

დედაჩემური ქოთქოთით

გადი-გამოდიხარ და შემომძახი:

– ირა, რომ მორჩები, მეგრულად ვიმღეროთ, რა!

ცრემლიც კი წამსკდა, ვერ შენიშნე,

როგორ ჩავუბრუნე თვალს არათითით.

არ უნდა შეგენიშნა, შემიშინდებოდი.

და როცა ვტოვებ პოეტივით

პოეტის ბინას,

პოეტის ქუჩას

და ხედავ, კუნტრუშით

როგორ მივიჩქარი მატარებელზე,

შენ მაწევ ლოცვას მგლების დასაფრთხობს.

 

 

 

 

1 2 3 4