სასაცილოა
სასაცილოა, მაშინებენ ჩემი წარსულით,
სასაცილოა, რადგან მაშინ ერთად ვცოდავდით,
სასაცილოა, რაც დავიწყეთ, მე დავასრულე,
სასაცილოა, სატირალიც არის ცოტათი.
სასაცილოა, გამოვლილი დღეების ქექვა,
სასაცილოა, მომავალზე ყოველი ფიქრი,
სასაცილოა, რაც აქამდე მინდოდა მეთქვა,
სასაცილოა, ამის მერე რაც უნდა ითქვას.
სასაცილოა ყველაფერი, ტკივილის გარდა,
სასაცილოა, რომ წავედი და ვერ მპატიობ,
სასაცილოა-გაუფრთხილდე ლაზიერს, გარდე,
სასაცილოა ჩემი ყოფა და სიმარტოვე.
სასაცილოა ყველაფერი, შეხვედრის ჩათვლით,
სასაცილოა ტეხურასთან, ლისთან, ნილოსთან…
სასაცილოა, ერთ ღამესაც უჩემოდ ჩათვლემ,
სასაცილოა, დამივიწყე, სასაცილოა.
სასაცილოა, დამიჯერე, ყველაფერს მოვრჩი.
