მეძავი

 

ოდესღაც მიყვარდა. ამ ხელებს-უტიფართ,

საჭრეთლით ჭადარზე სახელი უტვიფრავთ.

არ მსურდა ვინმესთვის სახელის გამხელა.

ათასჯერ გავხელდი.

ვინ იცის, იქნება ტიროდა ჭადარი?

ვინ იცის, იქნება ჭადარსაც სტკიოდა?

ტყე იყო მეჩხერი. რუები-პატარა.

რუხი მიკიოტი.

არ მქონდა სახელის გამხელის უფლება.

დავმარხე ხსოვნაში შეხვედრა მეძავთან.

და იწვნენ ორსული ქალივით ღრუბლები.

არავის ვეძახდი.

წავშალე სახე და თითები. ქერა თმა.

ამბორი. ტუჩები-მოთხვრილი პინოთი.

დავმარხე ხსოვნაში. სახელი ვერ დავთმე.

ჭადარი ტიროდა.

და იწვნენ ორსული ქალივით ღრუბლები.

ჭადარზე დავტოვე სახელი. ტვიფარი.

არ მქონდა სახელის გამხელის უფლება.

ოდესღაც მიყვარდა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8