88

 

გინდა გზა უსაშველოდ გაიწელოს

ჭავჭავაძიდან-თამარაშვილამდე.

ზიხარ 88 ნომერ ავტობუსში.

უსმენ ირაკლი ჩარკვიანს.

„ვინ მომიშუშებს ამდენ ნაიარევს?“

საკუთარ ქალაქს ტურისტივით ათვალიერებ.

არ გინდა რამე გამოგრჩეს.

ჯავახიშვილის რომელიღაცა კორპუსი.

კაფეები.

ფოსტა.

ფოსტამდე არკა.

მერე მზიური.

გინდა გზა უსაშველოდ გაიწელოს.

გირეკავს მეგობარი.

აკანკალებული ხმით გეუბნება,

რომ მისი და მშობიარობას გადაჰყვა…

ჩამოდიხარ.

წვიმს.

ნერვიულად ეწევი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8