პაპები

(დათა პაპას)

 

შენ,

მიწა ჩემო და სამშობლო ჩემო,

შენ,

რადაც იქცა მამა ჩემი და ქმარი ჩემი და წინაპრები ჩემი

და ამიტომაც,

უფრო მეტად რომ არ მეთმობი და ვერ მეთმობი,

გეუბნები:

მე არ ვარ ღირსი შენ ასულად ვიწოდებოდე,

რადგან:

გტკიოდა და ვერ გიწამლე,

გშიოდა და ვერ გამოგკვებე,

გციოდა და ვერ გაგათბე,

ვერ შეგმოსე შიშველი,

ვერ გიშველე, როცა

გყიდნენ,

გგლეჯდნენ,

გაწამებდნენ…

შენ,

მიწა ჩემო და

სხეულო ჩემო,

თურმე არავის ყვარებიხარ

დათა პაპასავით…

მავთულხლართებმა სამშობლო რომ ვერ დაუნაწევრეს

და როგორც ბავშვი,

დათა პაპაც –

მთლიანობაში აღგიქვამდა,

მიწავ ჩემო და მამულო ჩემო,

სხეულო ჩემო,

შენ,

რადაც ვიქცევი მეც

და რადაც იქცა დათა პაპა

სამუდამოდ…

 

1 2 3 4 5