დამრეცი ენა

 

ისინი იწყებენ დამრეცი ენიდან ფრთხილად ჩამოსვლას,

როცა მოუწევთ სანერწყვე ჯირკვალთან შეყოვნება,

მაშინ დგებიან გაბანვის რიგში,

ალბათ ასე აპირებენ შობამდე სისველე ჩაანაცვლონ

ახალი სითხით.

პირველ სინათლეს ეურჩებიან.

პირველი სხივის ხმაურს სწავლობენ.

პირველი სიტყვის შესაბამის მოძრაობებში

გამაყრუებელ ქაოსად ფრთხებიან.

ენის ამოდგმას მოჰყვებიან თითქოს ფეხდაფეხ.

დამრეცი ენა იგივეა გამუქდეს სხივი,

სანამ რამეს დაეცემა,

სანამ რამეს შეესობა,

სანამ მოქნილობას გაითავისებს,

უჩვეულო მოლოდინის ნუგეშია;

აი მერე კი არავინ იცის როგორ შეიძლება შემოეხვიოს

ყველა სამიზნეს

და მათი ფსკერიდან ამოწვერილ ტკივილის ყლორტებს,

გამოუფიტოს ის ნიადაგი,

რომელშიც არაერთხელ  გავნოყიერდი.

 

 

1 2 3 4 5 6