დაბადება

 

რომ არ თენდებოდეს, რამეს იფიქრებდა კაცი.

გამოგონილი ამბებით ყურადღების მიქცევას შეეცდებოდა.

რომ არ წვიმდეს ალბათ უეჭველად ითოვებდა

და სადმე სველი ყუთის მიღმა დამრგვალებულ ძაღლზე

ჯავრ ამოყრილ ცხოვრებას,

ადამიანისას გაუტოლებდა.

გათენებამ იცის გეგმების ჩაშლა.

რომ არ ვიგონებდე ჩემში მიმდინარე მოვლენებს,

მეტი ინტერესი შემრჩებოდა გარეთ დარჩენილი ხმაურის მიმართ.

მთელი მნიშვნელობის ეპიცენტრი გაქვავებული სხეულებიდან

ხმაში რომ გადაეტანა არტისტულ ქცევას,

იქნებ უკეთესიც ყოფილიყო.

თუმცა ნახეთ რა მოხდა

-ოთახი მოტორივით აცახცახდა,

კედლებიდან სუნები გამოძვრნენ,

სკამებმა შარვლები ამოიცვეს,

ნათურებიდან ვოლფრამი ბეწვებივით ჩამოიზრდა,

ნესტის ობმა მათზე აცოცება დაიწყო.

მე კი ცალი ფეხი წელზე შემოვიხვიე

როგორც უკუღმართობის ღვთაებამ,

მივეცი ნება თაყვანი ეცათ ჩემთვის

და ერთმანეთი აღმოეჩინათ.

 

 

1 2 3 4 5 6