დგომა

 

არგამეტებულ რჩევას

ვგავდი როცა ვიდექი,

ვიდექი იმის იმედით

რომ ვენდე ხერხემალს

და უცბად ქარის

შემობერვით გადავიზნიქე

როგორც მძლეოსნის

ახტომისას ჰაერში ჭოკი.

ქარით გაშმრალი ენის

კიდე სიტყვას ირეკლავს,

სიტყვას მახვილით, სიტყვას

ფრთებით და უნახველოდ,

ამ წრფივ დღეებში

ბეზრდებიან ხალხში ქუჩები

და

შეძახილებს

ისწორებენ

საყელოსავით.

 

1 2 3 4 5 6