თვალის დაღწევა

 

თვალის დაღწევა როგორღაც ხდება.

დგომა თუ  ჯდომა ერთდროულად განაპირობებს მასში შემოსვლას

იმ ნანახის და არეკლილის ფორმას, სიმრუდეს,

რომელსაც ხისტი შინაარსი აქვს. სამიზნედ გაქცევს.

ვთქვათ სინათლიდან გამომავალ უცხო დინებას,

ჯერ კიდევ არ აქვს შეზღუდული დაცემის ველი.

ჯერ კიდევ იგნებს გზას სივრცეში და უტოლდება

ყველა სხვა ნათელს – რას დავინახავთ?

ალბათ შრეებს წარმოიდგენს ამ დროს გონება,

რაღაც სიჩქარით დატუმბულ ველებს,

რომელმაც უნდაა გაატაროს უცხო ნაკადი,

სადღაც გალოკოს ხის და ქვის ნივთი,

უძრავ-მოძრავი ყველა სხეული

და მათ მიღმა მოახერხოს დაფიქსირება ჩრდილების სახით.

ასე გუბდება სხივი თვალში გარდასახვით, გადაგვარებით.

ასე გუბდება ცაში ღრუბელი სხვადასხვა სახის ნაცნობ მსგავსებად.

ვთქვათ გამჭვირვალე სხეულშია სხივი გამძვრალი,

რა კვალს დატოვებს მისი ბუნება?

ან მასზე როგორ წარმოდგენას დატოვებს გულში

უსასრულობით გაჭყეპილი ბნელი სამყარო,

რომელიც იქნებ ლანდებისგან დაცარიელდეს

და გონებაში ახალ სამზადისს

სხვა მოლოდინი დაუმორჩილოს,

რომელიც ვეღარ მოახერხებს უწინდებურად

გამრუდებული ილუზიით გათოშოს თვალი.

 

 

 

1 2 3 4 5 6