Martin Eden (მარტინ იდენი)

ძალიან იშვიათად, რომ გენიალურ ლიტერატურულ პირველწყაროს კინოადაპტაციის შემდეგ, ორიგინალს ღირსეული კომპანიონი შეემატოს ხოლმე, თუმცა „მარტინ იდენი“ სწორედ ეს იშვიათი გამონაკლისია, რომელიც თანაბრად არის იმ ეპოქის და სულისკვეთების მატარებელი, რომელშიც ჯეკ ლონდონი წერდა და ამასთან, რელევანტურია დღევანდელი მსოფლიოსთვისაც, რადგან პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ფრონტზე იდეალურად ეხმიანება იმ ტურბულენტობას, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით კლასობრივ საზოგადოებაში. პლუს ამას, ფილმი ძალიან ლამაზი მიზანსცენებით, ატმოსფერული ანტურაჟებით და დასამახსოვრებელი მონტაჟის სტილით გამოირჩევა, რაც სიუჟეტურ პათოსს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის.

 

Bacurau (ბაკურაუ)

ნეოკოლინიალიზმის თემაზე შექმნილი ფილმებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სანახაობრივი ნამუშევარი, რაც შეიძლება აღმოაჩინოთ. „ბაკურაუ“ თვალნათლივ წარმოაჩენს საზოგადოებაში კომუნალურობის მნიშვნელობას და აუცილებლობას; წარმოადგენს გარე, იმპერიალისტური ძალების მიერ, პატარა, ეკონომიკურად დუხჭირ მიწაზე ინტერვენციის და მისი პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოყენების შთამბეჭდავ მეტაფორას რეალისტური პერფორმანსებით და დასამახსოვრებელი პერსონაჟებით.

 

 

 

 

1 2 3 4 5