An officer and a spy (ოფიცერი და ჯაშუში)

პოლანსკიმ ერთის მხრივ ეს ფილმი საკუთარ თავსაც მიუძღვნა და მაყურებელსაც უსახსოვრა, როგორც იმის აღმწერი ბრწყინვალე დოკუმენტი თუ როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი, სისტემურმა უსამართლობამ და ძალადობამ სოციალურად და მორალურად გაანადგუროს. ეს კი დღევანდელი რეალობის პირობებში, როდესაც საჯარო სივრცე ისტერიული პოლიტკორექტულობის, ავტორიტეტების ნგრევის, პოსტ სიმართლის, ფეიქ ნიუსის და ტრენდულობაზე დაფუძნებული აქტივიზმითაა მოცული, განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს ფილმს.

 

A hidden life (ფარული ცხოვრება)

ვიზუალური პოეზია თუ 2019 წელს რომელიმე ფილმში დაფიქსირდა, მალიკმა ყველას ძალიან დიდი დისტანციით აჯობა. თან უკვე დიდიხანია მალიკს ესეისტური, მიმობნეული იდეების მოზაიკების ნაცვლად, ნარატიული ფილმი არ გადაუღია და თავის ადრეული ფილმოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებში დაგვიბრუნდა. „ფარული ცხოვრება“ სიყვარულის იდეის, ვალდებულების, ღირსების, საკუთარ თავთან, ბუნებასთან და მეტაფიზიკასთან დამოკიდებულების, ჰარმონიულ და ჰუმანურ ცხოვრებასთან შეთავსებელი იდეების წინააღმდეგ შეუგუებლობის თემების ირგვლივ მედიტირებს და იმ აუცილებლობას გამოხატავს, რომელიც წინასწარწაგებულ ბრძოლაში სიმართლის მხარეს დგომაში ფიქსირდება.

 

 

 

1 2 3 4 5