წარმოგიდგენთ გასული წლის ყველაზე საინტერესო, ამაღელვებელ, ჩამთრევ და სანახაობრივ ნამუშევრებს, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო, არ მიეცათ საშუალება მეინსტრიმულ აუდიტორიაზე გასულიყვნენ და მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად ცნობადი ფილმები გამხდარიყვნენ.

 

DAU.Three Days/DAU. Nora Mother (დაუ. სამი დღე და დაუ. დედა ნორა)

„დაუ“ პომპეზური და პრეტენზიული პროექტია, რომელიც ათზე მეტ ფილმს აერთიანებს, რომელთა უმეტესობაც ძალიან გრძელი, მოსაწყენი, ჰიპერვულგარული და უაზროდ კონტროვერსიულია, თუმცა ორი სურათი, განსაკუთრებით თუ მათ ერთმანეთის მიყოლებით უყურებთ, ძალიან საინტერესო, ესთეტური და ფსიქოლოგიური სავარჯიშოა ოჯახის ინსტიტუტის, სიყვარულის ბუნების, გარემოების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვის და მთელი იმ დრამატიზმის ირგვლივ, რაც რომანტიკას სდევს თან. მოკლედ, ბერგმანს რომ საბჭოთა რუსეთში ფილმი გადაეღო, დაახლოებით ასეთ სანახაობას მივიღებდით.

 

The wild goose lake (ველური ბატის მდინარე)

დიაო ინანის ფილმი საოცარი სტილის გრძნობით შექმნილი ნამუშევარია, რომლის მიზანსცენებიც გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელ და საინტერესო იმიჯებს ასახავს. სამონტაჟო ჭრები და კადრირება ხან ბრესონს გაგახსენებს, ხან გოდარს. პანდემიამდელი ვუჰანის ნეონით განათებული სოციალური ჭაობი, რეჟისორის მიდგომა სიყვარულის ილუზორულ ბუნებასთან, პერსონაჟები მრავალმხრივი მოტივაციებით და ღირებულებებით, ეს ყველაფერი საერთო ჯამში 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სანახაობას წარმოადგენს.

 

 

 

 

1 2 3 4 5