სსმ-ს სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება და აუდიტორის დასკვნა 2010 წლის 31 დეკემბრისათვის
დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნა
ფინანსური ანგარიშგების იდენტიფიცირება
1. ჩვენ ჩავატარეთ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) თანდართული სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ორგანიზაციის ბალანსს, ანგარიშს სხვა შემოსავლებიდან მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ, ანგარიშს ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ, ანგარიშს არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ, ანგარიშს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ანგარიშს წმინდა ღირებულების ანგარიშზე მოძრაობის შესახებ, ანგარიშს არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ.
123