სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის ანგარიში 2025 წელი
ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო პოლიტიკას განსაზღვრავს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე პროგრამული პრიორიტეტები, რომელსაც შეიმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება არანაკლებ იმ თანხის ოდენობისა, რომელიც მიიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნული წინა წლის დასაქმებული ფიზიკური პირების რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის − 64 ლარის ნამრავლის სახით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება ერიცხება სრულად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული კვარტალური განწერის შესაბამისად. ბიუჯეტის შედგენაზე, შესრულებაზე, აღრიცხვასა და კონტროლზე პასუხისმგებელია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.