სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის 2024 წლის ანგარიში
ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკას განსაზღვრავს კანონი „მაუწყებლის შესახებ” და მისგან გამომდინარე პროგრამული პრიორიტეტები, რომელსაც შეიმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში დასაგეგმი წლის წინა წლისთვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტისა. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი. ბიუჯეტის შედგენაზე, შესრულებაზე, აღრიცხვასა და კონტროლზე პასუხისმგებელია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
ანგარიშის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ – მუხლი 35: სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის შიდა და გარე აუდიტების დასკვნებს.