სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №631 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 23 დეკემბრის #614 (ოქმი #535) გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და კორექტირებული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის 2026 წლის პირველი ივნისის #02-19/154 წერილის საფუძველზე, სამეურვეო საბჭო ადგენს:
შეტანილ იქნას ცვლილება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 23 დეკემბრის #614 (ოქმი #535) გადაწყვეტილებაში და მე-2 პუნქტით დამტკიცებული #2 დანართი (აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, თანდართული 2026 წლის კორექტირებული ბიუჯეტის სახით.
123