სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №625 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტების ვადის გაგრძელების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის #553 (ოქმი#491) გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რედაქციით განსაზღვრული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის #570 (ოქმი#503) გადაწყვეტილებით განსაზღვრული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
123